სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს

© President of Georgiaპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, ღონისძიება აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„9 აპრილს, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ერთად გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვე განმარტავს, რომ ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებას.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, ტრადიციულად, დაღუპულთა პატივსაცემად რუსთაველის გამზირზე მოსახლეობა მიდის, მიაქვს ყვავილები, დაღუპულთა მემორიალს გვირგვინებით ამკობენ და სანთლებს უნთებენ მათ სულებს. ამავე დროს, ზეიმობენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, რომელიც 1991 წელს, ამ დღეს გამოცხადდა.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0