სააღდგომოდ მატარებლების რეისების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სარკინიგზო სადგური
ბათუმის სარკინიგზო სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 16 აპრილს აღინიშნება.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
14-18 აპრილის პერიოდში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებელი 00:35 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 05:47 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 00:45 საათზე გამოვა და თბილისში 05:50 საათზე იქნება.
13-18 აპრილის პერიოდში თბილისიდან ფოთის მიმართულებით მატარებელი 08:45 საათზე გავა და დანიშნულების ადგილზე 14:10 საათზე ჩავა. ფოთიდან კი დედაქალაქის მიმართულებით 16:25 საათზე გამოვა და თბილისში 21:50 საათზე იქნება.
მატარებლის ბილეთების შეძენა შესაძლებელია „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებით, რკინიგზის ვებ-გვერდზე და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0