მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დააკავა

© AP Photo / Joe Maiorana
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2023
გამოწერა
სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ეჭვმიტანილია პორნომსახიობისთვის ფულის გადახდაში პოლიტიკოსთან რომანის შესახებ გაჩუმების გამო.
თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაკავებულია და ნიუ-იორკის სასამართლოში ბრალის წარდგენას ელოდება, იტყობინება CNN.
„დონალდ ტრამპი დაკავებულია და ელოდება ბრალდების წარდგენას“, - ასეთი წარწერა ახლავს ეკრანზე პირდაპირ ტრანსლაციას.
თავად ტრამპმა სასამართლომდე მისვლამდე იმას, რაც მასთან დაკავშირებით ხდება, „სიურეალისტური" სიტუაცია უწოდა.
„ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ, არ მჯერა, რომ ეს ამერიკაში ხდება", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ტრამპს თითის ანაბეჭდი უნდა აუღონ. გადაუღებენ თუ არა მას ფოტოს პროფილში და ანფასში (დაკავებისა და დაპატიმრების დროს სტანდარტული პროცედურა), ჯერ არ არის ცნობილი. ამის შემდეგ ექს-პრეზიდენტს სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც ბრალს წაუყენებენ. სავარაუდოდ, სხდომა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ პრეზიდენტის დაკავება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში, აღნიშნავს გამოცემა.
CNN ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპს ხელბორკილებს არ დაადებენ. თუმცაღა, ის დარჩება სამართალდამცავი ორგანოების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.
ნიუ-იორკში ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას გასულ კვირას დაუჭირა მხარი. ოფიციალურად, ბრალდებას მხოლოდ მაშინ წაუყენებენ, როცა ტრამპი სასამართლოში გამოცხადდება, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს პორნომსახიობ სტორმი დენიელსის საქმეა - მას, სავარაუდოდ, დიდი თანხა გადაუხადეს ექს-პრეზიდენტთან სავარაუდო რომანის არგამჟღავნებისათვის. ტრამპმა ადრე უარყო როგორც დენიელსთან კავშირი, ასევე მისი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედება.
ყველა ახალი ამბავი
0