თბილისის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი: შალვა ოგბაიძის შეფასება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ტაქსი
თბილისის ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2023
გამოწერა
А კატეგორიის ლიცენზიის მფლობელთა უპირატესობა ისიცაა, რომ მათ მგზავრთა აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ.
თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. თბილისის მერიის მონაცემთა ბაზაში მყოფი 35.000 ადამიანი შეიძლება გახდეს A კატეგორიის უვადო ტაქსის ლიცენზიის მფლობელი, ზუსტი რიცხვი მოგვიანებით გახდება ცნობილი, განაცხადა პრესკონფერენციაზე საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. В კატეგორიის ტაქსს მხოლოდ გამოძახებებით შეუძლია მუშაობა.

„1 აპრილიდან გაცემული ნებართვები იქნება მათი მფლობელების მუდმივი საკუთრება. შესაძლებელია მათი გაყიდვა, მიბმა კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე, გაქირავება. ჯერჯერობით მონაცემთა ბაზაში 35.000-მდე პოტენციური მძღოლია, მაგრამ რამდენი გამოხატავს ამ ლიცენზიით სარგებლობის სურვილს, ჩვენი შემდეგი შეხვედრისთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა ოგბაიძემ.

ტაქსის სექტორის რეფორმის მესამე ეტაპის მიხედვით, А კატეგორიის ლიცენზიები უვადო ხდება. ამისათვის არსებული ნებართვა მერიის სპეციალურ ვებ-გვერდზე 1 აპრილიდან წლის განმავლობაში უნდა გააქტიურდეს.
სიახლე ის არის, რომ მერია А კატეგორიის ლიცენზიებს უკვე აღარ გასცემს. შესაძლებელია მათი დაქირავება ან შეძენა მესაკუთრისგან იმ ფასად, რომელსაც თავად ბაზარი დაადგენს. ოგბაიძის თქმით, ლიცენზიის მფლობელი გადაწყვეტს, რა ფასად გაყიდოს იგი. ეს შეიძლება იყოს 200 ან 2 ათასი ლარი, როგორც ბინის გაქირავების შემთხვევაშია“, – განმარტა ოგბაიძემ.
გარიგებების განხორციელება შესაძლებელია აღნიშნულ ვებ-გვერდზე.
А კატეგორიის ლიცენზიის მფლობელთა უპირატესობა ისიცაა, რომ მათ მგზავრთა აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლზე შეუძლიათ.
მანამდე А კატეგორიის ლიცენზია ერთი წლის ვადით გაიცემოდა და 100 ლარი ღირდა. უვადო ლიცენზია დაჯდება დღეში 0,27 ლარი (ჰიბრიდის შემთხვევაში - 0,13 ლარი). თუ ნებართვა არ იქნება მიბმული კონკრეტულ მანქანაზე ან მფლობელზე, მისი დღიური ფასი 3 ლარი იქნება.
ოგბაიძემ აღნიშნა, რომ თბილისის მსგავსი ქალაქისთვის 35.000 ლიცენზია სავსებით საკმარისია, მაგალითად, ბელგიის მოსახლეობას მხოლოდ 10.000 ტაქსი ემსახურება.
ოგბაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქალაქის ხელისუფლება ორიენტირებულია მუნიციპალურ ტრანსპორტზე. ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი განახლდა, ​​პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი შემცირდა.
ყველა ახალი ამბავი
0