ხვიჩა კვარაცხელია: „ადამიანს შეუძლია აიხდინოს ოცნება“

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ ნახევარმცველმა ბავშვებს მიმართა და მათ რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა გაუზიარა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუს ფრაგმენტი, რომლის სრულ ვერსიას ფეხბურთელის ფანები უახლოეს დროს იხილავენ.
„მეც ვიყავი მათი ტოლი, მეც ვიყავი ბავშვი და მეც მქონდა ოცნებები, რომლებიც არარეალურად მეჩვენებოდა. ცხოვრებაში ის ვიგრძენი და ვისწავლე, რომ ადამიანს შეუძლია, ოცნება აიხდინოს თუ, რა თქმა უნდა, მონდომება ექნება და იშრომებს“, - აღიარა ფეხბურთელმა.
კვარაცხელიამ ბავშვებს მიმართა და ურჩია, მაქსიმალურად მოინდომონ არამარტო სპორტში, არამედ სხვა საქმეშიც, და მაშინ ოცნებები ასრულდება.
„ჩემი აზრით, ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, შრომა არაფერს დააკლონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამ საქმეს სჭირდება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში გადავიდა საკმაოდ მოკრძალებული კონტრაქტით - 10 მლნ ევრო. მოქმედი კონტრაქტით, ის წელიწადში 1,1 მლნ ევროს იღებს. ქართველ ფეხბურთელს ლუჩანო სპალეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებენ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 22 წლის ხვიჩა კვარაცხელიას პირობითი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონით გაიზარდა და რეკორდულ რიცხვს მიაღწია – ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელს 85 მილიონ ევროდ აფასებს.
ყველა ახალი ამბავი
0