„რეალობას აცდენილია" - კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიანალენა ბერბოკი
ანალენა ბერბოკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 23-24 მარტს ეწვევა.
თბილისი, 23 მარტი — Sputnik. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თავისი პოზიციით საქართველოსთან დაკავშირებით რეალობას არის აცდენილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოში ვიზიტის წინ ბერბოკმა განაცხადა, რომ ხედავს ქვეყნის პროევროპული კურსის შეცვლის მცდელობას, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. მისი თქმით, ისინი ხედავენ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა შიგნიდან და გარედან აწყდება.

„არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს", – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

საქართველო ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
„ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა", – განაცხადა კალაძემ.
სააკაშვილის ევროპელმა მეგობრებმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ - პაპუაშვილი>>
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 23-24 მარტს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, თავის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს.
როგორც ბერბოკმა აღნიშნა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის გეგმავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარს იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები იდგმება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას სურს მკაფიოდ განაცხადოს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 პირობას? დარჩიაშვილმა ბორელს დეტალები გააცნო>>
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის ოფიციალურ დასკვნას ელოდება, რომელიც საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულების საკითხზე შემოდგომაზე იქნება მზად.
ყველა ახალი ამბავი
0