მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
მეტროს სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2023
გამოწერა
თბილისის მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან, რათა მეტროს 12 სადგურის სრულად აღდგენა მოხდეს.
თბილისი, 23 მარტი – Sputnik. თბილისის მერიამ დედაქალაქის მეტროს რამდენიმე სადგურზე ახალი ტურნიკეტების დასამონტაჟებლად პოლონური კომპანია შეარჩია, რომელმაც უნდა დაადასტუროს მზადყოფნა სამუშაოების დასაწყებად, განაცხადა მერმა კახა კალაძემ.
მეტროს „ახმეტელის თეატრის“, „ვარკეთილის“, „დიდუბის“ სადგურებზე ტურნიკეტების დამონტაჟების პროექტი პოლონურ კომპანიას უკვე წარუდგინეს. კომპანიის მიერ დადასტურებიდან პროექტი სამ თვეში განხორციელდება.

„დადასტურებას ველოდებით. ჩვენ წარვუდგინეთ "ახმეტელის თეატრის" აღნიშნული სივრცე, წარვუდგინეთ პროექტი, თუ რის გაკეთება გვინდა, ველოდებით დადასტურებას და ამის შემდეგ უკვე სამ თვეში შესაძლებელი იქნება პროექტი დასრულდეს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერიას აქვს ასევე მეორე, უფრო გრძელვადიანი პროექტი.
„ეს არის სადგურ „ახმეტელის“ ახალი ამოსასვლელი-ჩასასვლელის პროექტის განხორციელება, იგივე პოზიციაა „სამგორის“ მეტროსთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მერია მუშაობს აზიის განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა მოხდეს მეტროს 12 სადგურის სრული რეაბილიტაცია-განახლება და მეტროს კიდევ 10 სადგურზე სხვა პროექტების განხორციელება.
ყველა ახალი ამბავი
0