საქართველოში ყოველი კეთილქართული საქმე ფარულად თუ გაკეთდება…

© National Library of Georgiaლევან გოთუა
ლევან გოთუა - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა – საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში...
დღეს დიდი ქართველი მწერლის ლევან გოთუას (1905-1973) დაბადების დღეა. აზრების ფოიერვერკი მის ბრძნულ გამონათქვამებს გთავაზობთ რომანიდან „გმირთა ვარამი".
• სიყვარულიც ბრძნული უნდა, უგნური სიყვარული არც დედას ეპატიება!
• ქალისთვის სილამაზე ბედნიერი, მაგრამ სახიფათო სამკაულია!
• რა ფიქრიც გაწუხებს, ყველაფერში მის ქარაგმას ხედავ და ყოველი მის იგავურად გამოიმზერს!
• ქვეყანაზე გულწრფელობა ისეთი სამკაული ყოფილა, რომელიც კერძოდ ძვირად ფასობს, მაგრამ საერთოდ კი ავად ფასდება და ფათერაკთან ახლო ბუდობს.
• უანგარო ასაკს უფრო ადრე სიბრძნის ნაკლებობა უშლის ხელს, უფრო შემდგომ კი სწორედ სიბრძნისავე გადამეტება.
• ქალი ხომ ბედნიერებას მამაკაცზე უფრო გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო იტანს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
რუსთაველის ცუდი სამსახური და ხომალდი, რომელზეც ღმერთს საჭის დამონტაჟება დაავიწყდა
• მამაკაცები ხომ ბალღებივით არიან – ერთად არ შეუძლიათ გლოვაც და სიხარულიც, სიყვარულიც და სიძულვილიც! თუ გლოვაში არიან, ქორწილშიც სტირიან და სატირალშიც… თუ უხარიათ და ქელეხშიც მრავალჟამიერს აგუგუნებენ! არ შეუძლიათ ცხოვრებისეულად გლოვას საგლოვო უსწორონ, სიხარულს კი – სასიხარულო!
• საქართველოში ყოველი კეთილქართული და, მით უფრო, თანადგომის საქმე ფარულად თუ გაკეთდება… მოპარულად… რომ ვერც მტერმა გაიგოს, ვერც მოყვარემ – ყველას ეწყინება!.. უცნაურია… უცნაური… ნეტავ რა გვჭირს ასეთი?
სიკვდილი ფორმაა ცხოვრებისა, მაგრამ იგი დაუძინებელი მტერია სიცოცხლისა>>
• მოყვარეობასა და მის ნამდვილ დვრიტას სიფრთხილე და იდუმალება სჭირია!
• არც ღამე უყვარს ქართველს და არც ღამით ძილი. მიზეზს კი ყოველთვის პოულობენ… ღამე უთევენ ავადმყოფსა და მიცვალებულს. ღამეს ათევენ ქორწილში და ნათლობაში. ყოველ ხატსა და დღესასწაულს ხომ თავისი ღამის სათევი აქვს და ახლავს. არც უმიზეზო ღამისთევას ერიდებიან ყოველი დიდი ლხინისა თუ მცირე არიფანის დროს. ვგონებ ქართველთ დღისით და მზისით უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე ღამით და მთვარით.
ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2017
სიბრძნის სიმფონია: სიკეთე ბოროტისთვის, თათბირი შლეგისთვის, ქადაგება გონებაჩლუნგისთვის
• გახსოვდეს, საქართველოში ყოველი საქმე – ბრძოლაა… შრომაცა და ქეიფიც კი. ცუდი ისაა – საერთო სიკეთეს ყველაზე მეტი ბრძოლა სჭირდება ჩვენში.
• ჩვენში ნიჭი, ვგონებ, უნიჭობაზე უფრო უშლის ადამიანს კეთილ ცხოვრებას!
• განწირული სიყვარული ყოველთვის უფრო მძაფრია და მოუზომელი.
მარადიული მონატრება და სიცოცხლის სევდა - სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები...>>
• მაშინ მიხვდა, რომ ბრძნულად დუმილის ხელოვნება სიმწრის ხელოვნება იყო!
• ზნეობა კი ძნელსაზომია. ხანდახან ზნეობა და სიბრძნე ერთი ხმლის ფხაზე ვერ თავსდებიან.
• ისიც ღალატია, როდესაც შენს ნიჭს სამშობლოს მოაკლებ და სულ სხვის საქმეს უმადლოდ და უგზო-უკვლოდ გადაალევ თავს!
ვაჟა-ფშაველა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია
• ხშირად არის ხოლმე – სიცოცხლეში უჩინარი ულოდნელად დიდ სიცარიელეს დატოვებს სიკვდილის შემდგომ.
• ყველაზე გვიანსამწიფარი და მაღალი – ზნეობრივი სიბრძნე ყოფილა!
• უმრავლესობის თვალში დამარცხებული მუდამ მტყუანია!
ყველა ახალი ამბავი
0