https://sputnik-georgia.com/20221121/poloneti-eutolavrovi-272334357.html
პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს: ლავროვს ეუთოს სხდომაზე არ დაუშვებენ
პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს: ლავროვს ეუთოს სხდომაზე არ დაუშვებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უარს ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის... 21.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-21T13:08+0400
2022-11-21T13:08+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
პოლონეთი
რუსეთი
ეუთო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271827009_0:232:3227:2047_1920x0_80_0_0_214a719dcde482a45245b2d797b046bb.jpg
თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უარს ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში 1–2 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იალონსკიმ.მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე აუცილებელია, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.მანამდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვარშავა CMFA-ს შეხვედრაზე სერგეი ლავროვის დაშვებაზე უარს გეგმავდა, მასმედიით გავრცელდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტოდ და პროვოკაციულად“ შეაფასა.გარდა ამისა, რუს დეპუტატებს უარი უთხრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად ვიზებზეც, რომელიც ვარშავაში 24-26 ნოემბერს გაიმართება.
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271827009_57:0:2786:2047_1920x0_80_0_0_795a49d31b793a5fc516aa501900f6a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
პოლონეთი , რუსეთი, ეუთო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთი , რუსეთი, ეუთო, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთის საგარეო უწყება ადასტურებს: ლავროვს ეუთოს სხდომაზე არ დაუშვებენ
13:08 21.11.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უარს ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობაზე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს (CMFA) შეხვედრაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში 1–2 დეკემბერს გაიმართება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იალონსკიმ.
მისი თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე აუცილებელია, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეიზღუდოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.
„ახლა, ჩვენი აზრით, რუსეთი მაქსიმალურად უნდა იყოს იზოლირებული ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს გადაწყვეტილებაც აქედან მომდინარეობს. ეს არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, ანუ ქვეყნებისა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს უსაფრთხო, ხოლო რუსეთი ამას ეწინააღმდეგება. მას აქვს ინტერესები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება მთელ ორგანიზაციას“, − განაცხადა იაბლონსკიმ პოლონეთის ტელევიზიის ეთერში.
მანამდე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვარშავა CMFA-ს შეხვედრაზე სერგეი ლავროვის დაშვებაზე უარს გეგმავდა, მასმედიით გავრცელდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უპრეცედენტოდ და პროვოკაციულად“ შეაფასა.
გარდა ამისა, რუს დეპუტატებს უარი უთხრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (PA) საშემოდგომო სესიაში მონაწილეობის მისაღებად ვიზებზეც, რომელიც ვარშავაში 24-26 ნოემბერს გაიმართება.