აზარაშვილი: მედიკამენტების ფასების რეგულირება ბაზრის წმენდას არ ისახავს მიზნად

© photo: Sputnik / Stringerაფთიაქი PSP
აფთიაქი PSP - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
ფარმაცევტული სექტორი მონაწილეობდა სიახლეების განხილვაში და სამინისტრო ამ საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღება განპირობებულია სახელმწიფოს ინტერესებით და არ არის მიმართული ფარმაცევტული ბაზრის მონაწილეების წინააღმდეგ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, ბევრი ფარმაცევტული კომპანია მთელი რიგი ძვირადღირებული მედიკამენტების შესაძლო დეფიციტისა და ზარალის გამო ბაზრიდან ზოგიერთი მონაწილის წასვლის შესახებ ალაპარაკდა.

„ჩვენ გვინდა მარჟა სამართლიან დონემდე შევამციროთ და ჩვენი მიზანი არ არის, რასაკვირველია, არც ბრენდების გასვლა, ან რომელიმე ბაზრის მოთამაშის გასვლა. ჩვენი მიზანია... მედიკამენტების ფასი იყოს სამართლიანი“, – განაცხადა აზარაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ფარმაცევტული სექტორი მონაწილეობდა სიახლის განხილვაში და სამინისტრო ამ საკითხზე კონსულტაციების გაგრძელებას კიდევ აპირებს. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ზოგიერთ ბრენდს საქართველოს ბაზრის დატოვება მართლაც მოუხდეს.
პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება – ეს დაახლოებით 1100 დასახელებაა. მომდევნო წლის ბოლომდე კი ფასების რეგულირების მექანიზმი დანარჩენ მედიკამენტებზეც გავრცელდება.
ხელისუფლებამ მედიკამენტების გაიაფების გზას მიაგნო: კანონში ცვლილება შედის >>
რეფერენტული ფასის დარღვევა სანქციებს ითვალისწინებს. პირველი დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გაფრთხილებას მიიღებს, გამეორების შემთხვევაში კი - ჯარიმას 5 ათასი ლარიდან 45 ათას ლარამდე ოდენობით. ეს ეხება როგორც საცალო ქსელის აფთიაქებს, ისე დისტრიბუტორებსა და საბითუმო კომპანიებს.
ყველა ახალი ამბავი
0