ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლი მოამზადა

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგადაღება
გადაღება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ქართულმა კომპანია BMRNG FILMS-მა სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფესტივალი Gamers8-სთვის ვიდეორგოლები შექმნა.
Gamers8 თამაშებისა და კიბერ-სპორტის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს აერთიანებს.
წელს ფესტივალი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა და საერთაშორისო ფანატებსა და ექსპერტებს ამ სფეროში შესთავაზა ტურნირები, გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, მუსიკალური შოუ და სათამაშო სამიტი. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 15 მლნ დოლარს შეადგენდა.
ვიდეორგოლის სიუჟეტი მოგვითხრობს სათამაშო სამყაროს მრავალფეროვნებაზე, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს ელოდება. რეკლამა საქართველოსა და საუდის არაბეთში გადაიღეს. რეკვიზიტი ვიდეოსთვის ასევე საქართველოში დამზადდა. ვიდეოში დაახლოებით 300 მსახიობი მონაწილეობდა.
Boomerang Films-ის წარმომადგენლების თქმით, პროექტში ყველაზე დიდი გამოწვევა კოსტიუმები იყო, რომლებიც მთლიანად საქართველოში დამზადდა. ამ მნიშვნელოვან მიმართულებას Fourk Group ხელმძღვანელობდა.
სამუშაო შესრულდა დუბაიში ბაზირებულ რეკლამების მწარმოებელ კომპანია Deja Vu-სთან თანამშრომლობით, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა.
Boomerang Films ხუთ წელზე მეტია საქართველოში წარმოებისთვის საერთაშორისო პროექტების მოზიდვაზე მუშაობს. კომპანიამ 40-ზე მეტი პროექტი განახორციელა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან.
ყველა ახალი ამბავი
0