თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

© Ministry of Defence of Georgia საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო,
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო,  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
ჯუანშერ ბურჭულაძემ ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.
მინისტრმა ქობულეთში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა მოინახულა და სარემონტო და დასრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
თავდაცვის მინისტრმა ბაზის ტერიტორიაზე ჯარისკაცებისთვის ახლად გახსნილი სასადილო, ახლადგარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა და დასრულებული ეკლესიაც მოინახულა.
„ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება“, - აღნიშნავენ უწყებაში.
როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის უახლოესი წლების ამოცანა თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე მაქსიმალური ყურადღება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაა.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0