https://sputnik-georgia.com/20220422/gaero-daeuto-sxva-organizaciebit-unda-seicvalos-266167895.html
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: გაერო და ეუთო სხვა ორგანიზაციებით უნდა შეიცვალოს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: გაერო და ეუთო სხვა ორგანიზაციებით უნდა შეიცვალოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გაერომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თავი ვერ გაართვეს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების... 22.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-22T10:17+0400
2022-04-22T10:17+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
უკრაინა
გაერო
ეუთო
პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854837_0:0:2965:1668_1920x0_80_0_0_d413e23a6496238deb2417a41dd648ad.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გაერომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თავი ვერ გაართვეს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების დარეგულირებას, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექს რეზნიკოვმა, რომლის სტატიაც The Wall Stret Journal-ში გამოქვეყნდა.მისი თქმით, ორივე ორგანიზაცია ახალი, „უფრო ეფექტური“ საერთაშორისო ინსტიტუტებით უნდა შეიცვალოს.ის დარწმუნებულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლებოდა აღკვეთილიყო, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ სანქციებს დააწესებდა და კიევს „საკმარისი რაოდენობის თავდაცვით იარაღს“, უპირველეს ყოვლისა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდიდა.24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო. 7 აპრილს ჩატარდა კენჭისყრა რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის თაობაზე. რეზოლუციას მხარი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა. იმავე დღეს რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ საბჭოდან ვადაზე ადრე გადის. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთი საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით დარჩა.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854837_620:0:2948:1746_1920x0_80_0_0_900beaf8bf6ef755ec3f0277f7153a0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
უკრაინა , გაერო, ეუთო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
უკრაინა , გაერო, ეუთო, პოლიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გაერომ და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) თავი ვერ გაართვეს უკრაინის გარშემო არსებული ვითარების დარეგულირებას, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექს რეზნიკოვმა, რომლის სტატიაც
The Wall Stret Journal-ში გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ორივე ორგანიზაცია ახალი, „უფრო ეფექტური“ საერთაშორისო ინსტიტუტებით უნდა შეიცვალოს.
„ეს ორგანიზაციები წარუმატებელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც წინამორბედი „ერთა ლიგა“. ისინი უნდა შეიცვალოს ახალი და უფრო ეფექტური საერთაშორისო ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ მოემსახურონ ყველა ერის ინტერესებს და არა მხოლოდ ზესახელმწიფოებს“, — აღნიშნა რეზნიკოვმა.
ის დარწმუნებულია, რომ მოვლენების ასეთი განვითარება შეიძლებოდა აღკვეთილიყო, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ სანქციებს დააწესებდა და კიევს „საკმარისი რაოდენობის თავდაცვით იარაღს“, უპირველეს ყოვლისა, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდიდა.
„როგორ შეუძლია გაეროს უშიშროების საბჭოს, რომლის მუდმივი წევრია მოსკოვი, შეასრულოს თავისი სამშვიდობო მისია? რა უსაფრთხოება და თანამშრომლობაა შესაძლებელი კონტინენტზე, როდესაც ეუთოს ერთი წევრი მეორე წევრ სახელმწიფოს დაესხა თავს?!“ — აღნიშნა რეზნიკოვმა.
24 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო. 7 აპრილს ჩატარდა კენჭისყრა რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხვის თაობაზე. რეზოლუციას მხარი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა. იმავე დღეს რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ საბჭოდან ვადაზე ადრე გადის. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთი საბჭოში დამკვირვებლის სტატუსით დარჩა.