როდის ვუქომაგოთ: 2022 წლის სპორტული მოვლენების ანონსი

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიოლიმპიადა-2020
ოლიმპიადა-2020 - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2022
გამოწერა
2022 წელი სპორტული მოვლენებით მდიდარი წელია ლოკალური შეჯიბრებებიდან დიდ ტურნირებამდე. ქართველი სპორტსმენები პრაქტიკულად ყველა მსხვილ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. „Sputnik–საქართველო“ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირების ანონსს გთავაზობთ.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში
თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ნიდერლანდში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
© Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები ფუტსალში
Сборная Грузии по футзалу - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2022
საქართველოს ნაკრები ფუტსალში
კონტინენტის პირველობაზე ქართული გუნდი D ჯგუფში მოხვდა. პლეი-ოფში გასასვლელად გუნდმა ჯგუფში პირველი ან მეორე ადგილი უნდა დაიკავოს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში
ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები პეკინში 4 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. ამჟამად საქართველოს მოპოვებული აქვს ოთხი ლიცენზია, ოთხივე – ფიგურულ სრიალში და ოთხივე სახეობაში (გოგონები, ვაჟები, წყვილები, სპორტული ცეკვები). ეს ნიშნავს, რომ პირველად ისტორიაში ქართველი მოციგურავეები გუნდურ შეჯიბრებაშიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.
პირველად ისტორიაში: ქართველი მოციგურავეები პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ>>
რაგბი – ევროპის ჩემპიონატი
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში – ეს, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებისთვის მშობლიური ტურნირია, რომელმაც კონტინენტის პირველობა 13-ჯერ მოიგო (რეკორდი). აქ, უკვე მეოთხე წელია, ქართულ გუნდს კონკურენტი არ ჰყავს.
ამჟამინდელი ტურნირი 6 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან პორტუგალია, ნიდერლანდი, რუსეთი, ესპანეთი და რუმინეთი.
2021 და 2022 წლების რაგბის ევროპის ჩემპიონატები ასევე მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირებია, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში გაიმართება.
ძიუდო – თბილისის „დიდი სლემი“
მარტის ბოლოს (25–27 მარტს) თბილისი ტრადიციულად ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით. 2021 წლამდე ტურნირს გრან-პრის სტატუსი ჰქონდა, რის შემდეგაც სტატუსი აიმაღლა და ახლა „დიდი სლემის“ კატეგორიაში გადის.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 05.01.2022
საქართველოს სიამაყე - ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები გასულ წელს
„დიდი სლემის“ გარდა ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ IJF-ის ეგიდით გამართულ სხვა ტურნირებზეც, ასევე გამოვლენ ევროპის ჩემპიონატზე (29 აპრილი – 1 მაისი, ბულგარეთი, სოფია) და მსოფლიოს ჩემპიონატზე (7–13 აგვისტო, უზბეკეთი, ტაშკენტი).
ძალოსნობა
2022 წელს ორი მთავარი ტურნირი გაიმართება ძალოსნობაში – ევროპის ჩემპიონატი აპრილში (სოფია, ბულგარეთი) და მსოფლიო ჩემპიონატი ოქტომბერში (ჩინეთი).
რატომ ვერავინ ვეღარ გაიმეორებს ლაშა ტალახაძის ოლიმპიურ რეკორდს>>
რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივარი ლაშა ტალახაძის (+109 კგ) მორიგ ტრიუმფებსა და მსოფლიო რეკორდებს ელოდება. მან 2016 წლიდან ყველა დიდი ტურნირი მოიგო.
უეფას ერთა ლიგა
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ვილი სანიოლის გუნდი С დივიზიონის С4 ჯგუფში ითამაშებს ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად.
ტურნირის ოთხი მატჩი ივნისში, ხოლო კიდევ ორი – სექტემბერში ჩატარდება.
ვილი სანიოლი: საინტერესო ჯგუფში მოვხვდით>>
თუ საქართველოს ნაკრები თავის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, შემდეგ ტურნირს ის В დივიზიონში დაიწყებს.
ფეხბურთი – ევროთასები
უეფას ევროთასებში ოთხი ქართული გუნდი ითამაშებს. ბათუმის „დინამო“, რომელიც თავისი ისტორიის განმავლობაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი, უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში ითამაშებს. თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“ ძალებს უეფას კონფერენციების ლიგაში მოსინჯავენ.
ფეხბურთი. „საბურთალო“ - „დილა“ (გორი) - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2021
ფეხბურთი: „საბურთალო" ესპანურ „ვალენსიასთან" ითანამშრომლებს
უეფას კონფერენციების ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავს თბილისის „საბურთალო“, რომელმაც საქართველოს თასი მოიგო.
კალათბურთი – ევროპის ჩემპიონატი
ალბათ ყველაზე მთავარი სპორტული მოვლენა საქართველოსთვის 2022 წელს მაინც კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაა. ევრობასკეტი 1–18 სექტემბერს ოთხ ქვეყანაში ჩატარდება – საქართველოში, გერმანიაში, იტალიასა და ჩეხეთში.
კალათბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება>>
საქართველოს ნაკრები А ჯგუფში რუსეთის, ესპანეთის, თურქეთის, ბულგარეთისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად გამოვა. პლეი-ოფის (1/8 ფინალი) სტადიაზე თითო ჯგუფიდან ოთხი ნაკრები გადავა.
ყველა ახალი ამბავი
0