საქართველოში ახალი სერვისი „გადასახადების კალკულატორი“ ამოქმედდა

© Pixabay / Bru-nOფულის დათვლა
ფულის დათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2021
გამოწერა
„გადასახადების კალკულატორის“ მეშვეობით შესაძლებელია განსაზღვრა, ვინ რამნდენ გადასახადს იხდის ბიუჯეტში და როგორ ნაწილდება ის.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის „საქსტატი“ მიერ შემუშავებული ახალი სერვისი „გადასახადების კალკულატორი“ გადამხდელებს საშუალებას მისცემს გაიგონ თავიანთი შენატანების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში.
„საქსტატის“ ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა
„გადასახადების კალკულატორი“ სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ნახოს მიღებული შემოსავლიდან რა ნაწილს იხდის ფიზიკური პირი არაპირდაპირი გადასახადების სახით, სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურების შეძენის დროს და როგორ ნაწილდება აღნიშნული თანხები საბიუჯეტო ხარჯებში“, – განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
ფინანსთა  სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება
ახალი სერვისი ხელმისაწვდომია უწყების ვებ–გვერდზე.
დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი შემოსავლები და ხარჯები განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით უნდა მიუთითონ.
„გადასახადების კალკულატორი“ ითვალისწინებს ფიზიკური პირის მიერ გადახდილ საშემოსავლო გადასახადს და სხვადასხვა საქონლის თუ მომსახურების შეძენის დროს გადახდილ არაპირდაპირ გადასახადებს, როგორიცაა დღგ და აქციზი.
კალკულატორი ატარებს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს, მასში არ არის გათვალისწინებული ყველა გადასახადი.
ყველა ახალი ამბავი
0