Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აღსრულდა სამართალი. დავრჩი უსახლკაროდ...“ – ბესო ზანგური განცხადებას ავრცელებს

© Photo: Beso Zanguri / FBბესო ზანგური
ბესო ზანგური - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2021
გამოწერა
მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყოფილი ცოლის, ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის გამო სკანდალში გაეხვა, სოციალურ ქსელში შემაშფოთებელ ინფორმაციას ავრცელებს.

მსახიობი ბესო ზანგური უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და მხოლოდ აღნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგა.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა
„თავს ვთვლი ვალდებულად, რომ ჩაგაყენოთ საქმის კურსში, ვინაიდან ბევრი დახმარება და გვერდზე დგომა დამანახეთ, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. დღეს დასრულდა და აღსრულდა სამართალი, ისევე, როგორც ბევრს დაემართა ამ ქვეყანაში. დიახ, მეგობრებო, დავკარგე ყველაფერი. მიუხედავად ყველაფრისა და არ მაქვს ბევრი ახსნის თავი და ნერვები და გთხოვთ ნურც კომენტარში დამისვამთ კითხვებს. დღეს დავრჩი აბსოლუტურად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უსახლკაროდ. გპირდებით ყველაფერი კარგად იქნება, რა იმედით გპირდებით არ ვიცი, მაგრამ გპირდებით! სულ ესაა”, – წერს ბესო ზანგური.

აპრილის ბოლოს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა. მანამდე, 12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი მაშინდელი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ნინუცა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
„ოჯახის წევრების თვალწინ მცემა ორსული...“ - ნინუცა მაყაშვილი ბესო ზანგურთან დაშორებაზე

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ბესო ზანგური მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. რობერტ სტურუას ბრძანების თანახმად, ბესო ზანგურის ნაცვლად სპექტაკლებში სხვა მსახიობები ითამაშებენ.

მაყაშვილის განცხადებას გამოეხმაურა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრი სასწრაფოდ უნდა დატოვოს. ნინუცა მაყაშვილს კი მან გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

თავად ბესო ზანგური ყოფილ მეუღლეზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0