თბილისი, 23 მაისი – Sputnik. თელ-ავივის ცენტრში გუშინ საღამოს მშვიდობისა და პალესტინა-ისრაელის პარტნიორობის მხარდასაჭერად მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, იუწყება უფლებადამცველი ორგანიზაცია „შალომ აჰშავი“, რომელიც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრის მომხრეა. ამის შესახებ წერს РИА Новости.
„პირდაპირ ახლა თელ-ავივში ათასობით ადამიანი აცხადებს: „კი - პალესტინა-ისრაელის პარტნიორობას“, „კი - თანასწორობას“, „კი - მშვიდობას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში Twitter-ზე.
პოლიციას აქციის მონაწილეთა ზუსტი რიცხვის დასახელება გაუჭირდა. „არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან ის სრული წესრიგია“, - ასე უპასუხა РИА Новости-ს შეკითხვას ისრაელის პოლიციის წარმომადგენელმა მიხაილ ზინგერმანმა.
ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ თელ-ავივის ცენტრში „გაბიმას“ თეატრთან მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ მწერლები დავიდ გროსმანი, პოლიტიკოსები, რომლებიც ისრაელის მემარცხენე და არაბულ პარტიებს წარმოადგენენ. მომიტინგეებმა პალესტინელებთან სრულფასოვანი მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდეს.