ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაცია 7 ივნისიდან განახლდება

© photo: Sputnikზონალურ-საათობრივი პარკირება
ზონალურ-საათობრივი პარკირება - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2021
გამოწერა
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და ამ დროისათვის თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოქმედებს.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მოქალაქეები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ზონალურ-საათობრივი პარკირების პირველადი რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, 7 ივნისიდან  სისტემაში დარეგისტრირებას კვლავ შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„უკვე დიდი ხანია ქალაქში დანერგილია და მოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება. ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ამ სერვისების მომხმარებელი. თუმცა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მომწერეს „ფეისბუქში“, რომ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ პირველად რეგისტრაციაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
1 მაისიდან საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

მისი თქმით, ზოგ შემთხვევაში ბინის მესაკუთრე, რომელმაც სატრანსპორტო საშუალება უფასო სარგებლობის მიზნით უნდა დაარეგისტრიროს სისტემაში, საქართველოში არ იმყოფება, ან საცხოვრებელი ფართი გარდაცვლილ ადამიანზეა რეგისტრირებული.

თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დეტალური ინფორმაციის პარკირების ვებგვერდზე განთავსება დაავალა.

თბილისში ზონალურ–საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული სისტემა ამ დროისათვის მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში მოქმედებს. 

გაძვირდება თუ არა თბილისში პარკირება – ვიცე-მერის პასუხი>>

პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის კი, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პირველი 15 წუთი უფასოა, ხოლო შემდეგ პარკირების ღირებულება საათში 1 ლარია.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
კახა კალაძე: ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდება

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე – www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება. მათ უფლება აქვთ, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ.

ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0