თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.551-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 307.401-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 288.816 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 878), გარდაიცვალა – 4.077 (ბოლო 24 საათში – 17), კარანტინის რეჟიმშია 221, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.780 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 707 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 29.487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11.878, PCR ტესტით - 17.609.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%.
ამჟამად სულ აცრილია 41.801 ადამიანი, დღიურად აცრილია - 1.706.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.