თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში მდებარე ლოჯისტიკური კომპანია FedEx-ის შენობაში სროლები იყო, არიან დაშავებულები, იუწყება ტელეარხი WRTV პოლიციაზე დაყრდნობით.
This is new video of the FedEx Ground facility from @wrtv photographer Mike Japowicz. pic.twitter.com/ibYGKUFv5o
— Michael R. Hartz (@MikeThePhotog) April 16, 2021
პოლიციაში შეტყობინება ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე (თბილისის დროით პარასკევს, 07:00 საათზე) შევიდა.
ტელეარხის ცნობით, FedEx-ის შენობა ინდიანაპოლისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს.
დაშავებულთა შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც სროლა დაიწყო, ბოლოს თავი მოიკლა.