მიხეილ ჩხენკელი: საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის პროცესი გაგრძელდება

© courtesy of Mikheil Chkhenkeliმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
ინფექციონისტების რეკომენდაციის თანახმად, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით, ასევე მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის ნორმები.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. თბილისში სასწავლო პროცესის უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობის მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
COVID-19 საქართველოს სკოლებში: დისტანციურ სწავლაზე 11 სკოლა და 109 კლასი გადავიდა

15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლებული წესების დაცვით აღდგა – აუცილებელია პირბადის ტარება (V-XII კლასების მოსწავლეებისთვის), ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა, თერმოსკრინინგი.

დღეს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №118 და №208 საჯარო სკოლებს ეწვია და საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ ფორმატში, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სწავლა საკლასო ოთახებში გააგრძელონ, მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული უსაფრთხო გარემოს შექმნა და დადებითი დინამიკის შენარჩუნება.

„სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მონიტორინგი განხორციელდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია. საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო ტესტირება ორ კვირაში ერთხელ – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

ყველა ახალი ამბავი
0