ოპოზიციურმა პარტია "ლელომ" 25 მარტს თბილისში ახალი საპროტესტო აქცია გამართა

გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა ხუთშაბათს მეტრო „თავისუფლების მოედანთან“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დაწვრილებით - Sputnik-საქართველოს ვიდეოში იხილავთ

გაერთიანებული ოპოზიცია 2020 წლის ნოემბრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპარლამენტო საქმიანობაზე. პარლამენტის წინ უკვე ერთი თვეა გაშლილია კარვები. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით ოპოზიციური პარტიებისათვის სასურველი შედეგის გარეშე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0