გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერებას მოითხოვენ

© AP Photo / Emilio Morenattiკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის“ მუხლით დაიწყო.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები გამოძიებას კლინიკა „იმედის" ინვენტარიზაციის შუამდგომლობით მიმართავენ. 

კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
რატომ ვერ მოხერხდა მედდის გადარჩენა – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

 

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შედეგად გარდაიცვალა. მას ვაქცინაცია ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ჩაუტარდა.  წინასწარი ინფორმაციით, ექთანს  ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა.ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში AstraZeneca-ს ჩართვას სთხოვს. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

როგორც ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა განაცხადა, მათ აინტერესებთ დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება პაციენტს. ასევე, ჰქონდა თუ არა კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, რაც საჭიროა პოსტვაქცინაციის პერიოდში.

„ჩვენ გვაქვს კითხვა,  მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციის შემდეგ გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა, კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ინვენტარი პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა ადვოკატმა. 
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
რატომ ვერ მოხერხდა მედდის გადარჩენა – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

მანამდე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ განაცხადა, რომ ახალციხეში „იმედის“ კლინიკა სტანდარტებით არსებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა და პაციენტის დამძიმების დროს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მოქმედება განხორციელდა.  მისი თქმით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე სააგენტო მოკვლევას ორი მიმართულებით ახორციელებს. კერძოდ, რამდენად ჰქონდა კლინიკას ვაქცინაციის ჩასატარებლად შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული აღჭურვილობა, ასევე რამდენად დროული იყო მისთვის გაწეული დახმარება.

მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0