გაბუნია: სამედიცინო პერსონალი აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

© Facebook / Ministry of Health, Labour and Social Affairs of Georgiaთამარ გაბუნია
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ წელს საქართველო მოახერხებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ვაქცინაციის რიგში სამედიცინო პერსონალის უკვე 4 ათასზე მეტი წარმომადგენელია რეგისტრირებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
სერგეენკო: ვაქცინაციაზე ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

გაბუნიას განცხადებით, გუშინდელი მონაცემებით, ჯამში 727 ადამიანი აიცრა. როგორც მან განმარტა, გამოიკვეთა აცრის შემდგომი გარკვეული გვერდითი მოვლენები (ტემპერატურის მცირედ მატება, შეუძლოდ ყოფნა და სისუსტე), თუმცა სერიოზული სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

„ზოგად მონაცემებში ტემპერატურის მომატების მაჩვენებელი დაახლოებით 10%-მდე მერყეობს. ეს არის ჩვეული მოვლენა, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ აღინიშნება. რაც შეეხება სერიოზულ გვერდით მოვლენებს, რომელიც ძალიან იშვიათია, საბედნიეროდ, მსგავსი ჩვენს პრაქტიკაში ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი ვაქცინაციის პროცესში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

„საუბარი არ გვაქვს მხოლოდ ექიმებზე, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჯანდაცვის სექტორშია დასაქმებული. ვფიქრობთ, ამ კვირაში უფრო აქტიურად გამოიკვეთება მათი ინტერესი, ასევე რეგისტრაციის სურვილი“, – განაცხადა მან.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტული ჯგუფები დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ.

„საუბარია უკვე ასაკობრივ ჯგუფებზე, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, რამდენად სრულად გამოიყენებს 43 ათას დოზას სამედიცინო პერსონალი. არსებობს ბევრი მექანიზმი და გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ვაქცინები, რომლებიც დღეს ქვეყნაში გვაქვს, იქნას ათვისებული მოკლე პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა გაბუნიამ.

სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება – 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0