გამყრელიძე: ვაქცინაცია საქართველოს დაეხმარება, ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შემსუბუქდეს.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. თუ წელს საქართველო შეძლებს 1,6–1,7 მილიონამდე ადამიანის აცრას, ქვეყანა მოახერხებს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო: მედიკოსები საზოგადოებას იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ნორმალურად წარიმართოს.

„იმედი მაქვს, რომ ამ პროცესში ყველანი სოლიდარული ვიქნებით. დასაწყისი ძალიან კარგია, მთავარია, როგორი იქნება დასასრული. ჩვენ წელს 1,7 მილიონამდე ადამიანის ვაქცინაცია უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ შეიძლება ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მარტის ბოლოსთვის შემსუბუქდეს. მისი თქმით, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე შემსუბუქება აღნიშნულ კონკრეტულ შეზღუდვასაც შეეხება. თუმცა, სრულად მოიხსნება „კომენდანტის საათი“ თუ ნაწილობრივ, ამას უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტს. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მარტი–აპრილში შეძლებს დღეს არსებული ეპიდვითარების შენარჩუნებას, დიდი ალბათობით, შესაძლებელი გახდება პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილება.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი თავად გადაიტანა, ამიტომ იგი აცრის გაკეთებას ინფექციის გამოვლენიდან 120 დღის შემდეგ შეძლებს. 

AstraZeneca–ს ვაქცინით აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
AstraZeneca უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ვაქცინა ადამიანს ვნებს

გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, მედპერსონალს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინფექციასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ. მისი თქმით, ისინი იმუნიზაციის პროცესშიც წინა ხაზზე იმყოფებიან.

გამყრელიძის განცხადებით, მედპერსონალმა უდიდესი მუშაობა გასწია იმისთვის, რომ ქვეყანა პანდემიიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეს.

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია უკვე ჩაიტარეს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და სამედიცინო სფეროს სხვა წამყვანმა ექიმებმა.

ყველა ახალი ამბავი
0