თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.686 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 163), გარდაიცვალა – 3.532 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.471 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 149 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.900 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.895, PCR-ტესტით – 6.005.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,01%, ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო 7 დღის – 1,4%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.