ნაწილი კვლავ საიდუმლოა: ბაიდენმა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრებს მოუსმინა

© photo: Sputnik / Михаил Климентьев / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
გამოწერა
ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწეების თქმით, დონალდ ტრამპი იშვიათად ეუბნებოდა ვლადიმირ პუტინს იმას, რაც მანამდე საჯაროდ არ ჰქონდა გაცხადებული.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრების ნაწილის შინაარსი ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუმცა ჯოზეფ ბაიდენს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, შეუძლია მათი გაცნობა, წერს გაზეთი Politico.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2021
ტრამპი განდგომილ თანაპარტიელებზე შურისძიებას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლოდ რჩება ორი ქვეყნის ლიდერის ათობით სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელთა გაცნობაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს, გაუმხილა თუ არა ტრამპმა პუტინს რაიმე საიდუმლო ინფორმაცია, ან დადო თუ არა მასთან რაიმე ისეთი გარიგება, რაც ახალ ადმინისტრაციას „უხერხულ მდგომარეობაში“ ჩააგდებს.

„ამ ჩანაწერების სანახავად თანხმობა საჭირო არ არის. ბაიდენს ყველა სატელეფონო მასალის ნახვის უფლება აქვს“, — ციტირებს „პოლიტიკო“ ტრამპის ყოფილი ადმინისტრაციის წევრის სიტყვებს.

გაზეთის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი „საგულდაგულოდ იცავდა“ უცხოელ ლიდერებთან კერძო სატელეფონო საუბრებს და ზოგჯერ კაბინეტის წევრებსაც კი უზღუდავდა მათზე წვდომას, რათა გაჟონვა არ დაეშვა.

თუმცა, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბრები „ფირზე“ არ იწერებოდა, ზოგი თანაშემწე ისმენდა პრეზიდენტის საუბარს და სტენოგრამის სახით იწერდა მას. ცალკეული სტენოგრამები კი, მათ შორის, ვლადიმირ პუტინთან საუბრის ამსახველიც, არ წაშლილა — ისინი აშშ-ის არქივებისა და დოკუმენტაციის ეროვნულ სააგენტოში იგზავნებოდა წესისამებრ.

ამასთან დონალდ ტრამპის ყოფილი თანაშემწეები ხაზს უსვამენ, რომ ექს-პრეზიდენტი იშვიათად ეუბნებოდა პუტინს იმას, რაც საჯაროდ არ ჰქონდა ნათქვამი.

ყველა ახალი ამბავი
0