15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

© Pixabay / Wokandapixსაკლასო ოთახი
საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1 თებერვლიდან განახლდა. ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ თუ ვირუსის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი დაიკლებდა, სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც დაგეგმილზე ადრე განახლდებოდა.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გადაწყვეტილია: მუნიციპალური ტრანსპორტი მთელ საქართველოში 8 თებერვლიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ–ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვნად კლებამ გამოიწვია.

„15 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ამ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0