ბაიდენის რეიტინგი უკვე დაეცა: ცნობილი გახდა გამოკითხვის შედეგები

© REUTERS / Tom Brennerჯოზეფ ბაიდენი
ჯოზეფ ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
პრეზიდენტის პოსტზე ჯოზეფ ბაიდენის მუშაობით ამერიკელების კმაყოფილების დონის შესამოწმებლად გამოკითხვა უკვე ორჯერ ჩატარდა.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ლიდერის ჯოზეფ ბაიდენის რეიტინგი 2%-ით დაეცა პრეზიდენტობის პირველ დღეებთან შედარებით, იუწყება გამოცემა The Hill.

Вашингтон, США - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
აშშ-ში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ პოლიტიკას გადახედავენ

შესაბამისი გამოკითხვა გამოცემამ 28–29 იანვარს ჩაატარა ჰარისის კვლევის ცენტრთან ერთად ონლაინ–ფორმატში, რა დროსაც 945 დარეგისტრირებული ამომრჩეველი გამოიკითხა.  

კვლევის შედეგების თანახმად, ბაიდენის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე რესპონდენტთა 61% იწონებს. და ეს მაშინ, როცა ინაუგურაციის შემდგომ პირველივე დღეებში, 21–22 იანვარს ჩატარებული გამოკითხვისას ამ მაჩვენებელმა 63% შეადგინა.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელებს შორის ბაიდენის მუშაობით კმაყოფილების დონე 30%-დან 24%-მდე დაეცა, ხოლო დემოკრატებს შორის ეს მაჩვენებელი უცვლელი დარჩა — 94%.

ჯოზეფ ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად კონგრესმა მიმდინარე წლის 7 იანვარს დაამტკიცა, ხოლო მისი ინაუგურაცია 20 იანვარს შედგა. შესაბამისად, პოსტზე ის დაახლოებით ორი კვირაა, რაც იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0