თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 196.220 (ბოლო 24 საათში – 1.515) ადამიანი, გარდაიცვალა – 2.313 (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 396, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.969 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.542 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 13.655 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6.747, PCR–ტესტით – 6.908.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.