თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.313-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 196.220 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 396, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.969 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.