შრომის ინსპექციის უფროსმა პრემიერს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliდაკეტილი რესტორანი
დაკეტილი რესტორანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შრომის ინსპექციამ გასული 24 საათის განმავლობაში 631 ობიექტი შეამოწმა, აქედან გააფრთხილეს 408 ობიექტი და დააჯარიმეს ორი.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში მომსახურების სფეროს 408 ობიექტი გააფრთხილეს, თბილისსა და ქუთაისში დაჯარიმდა ორი, ხოლო 43 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების უფროსმა ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

პატრული - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 790 ფაქტი გამოავლინა

კერძოდ, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებსა და მთავრობის მეთაურს ორთვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.

„საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად 631 ობიექტი შემოწმდა, აქედან განმეორებით გადამოწმდა 178“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, 1-9 დეკემბერს 3.543 ობიექტზე განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი სრულად გადასული იყვნენ ონლაინ-მომსახურებაზე ან აკმაყოფილებდნენ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა COVID-19-თან დაკავშირებული საკითხები განიხილეს>>

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0