თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 126.904 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.336), გარდაიცვალა – 1.425 (ბოლო 24 საათში – 38), კარანტინის რეჟიმშია 1.241, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.671 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.899 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.