თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.260-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 147.636-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 124.568 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.947), გარდაიცვალა – 1.387 (ბოლო 24 საათში – 45), კარანტინის რეჟიმშია 1.974, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.561 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.867 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.