COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Miho Neiman 112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 121.621 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.342, კარანტინის რეჟიმშია 1.980, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.397 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.798 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 143.376-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 121.621 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.061), გარდაიცვალა – 1.342 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 1.980, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.397 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.798 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0