თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევიდან 360 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.
რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 57– თბილისი, 22 – სამეგრელო-ზემო სვანეთი, 11 – იმერეთი, 6-6 – კახეთი და ქვემო ქართლი, 5- გურია, 3 - მცხეთა-მთიანეთი და 2 - სამცხე-ჯავახეთი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 572 აქტიური შემთხვევაა. ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 471-ით გაიზარდა და 7564-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვს 278 ადამიანი შეემატა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 3992 ადამიანი, გარდაიცვალა – 48.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.