თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა ძებნის შედეგად მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ტელეკომპანია Rustavi 2 იუწყება, მამაკაცი მდინარეში ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურთან ხიდიდან გადახტა.
თვითმხილველებმა ამის შესახებ სასწრაფოდ აცნობეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში დაახლოებით დილის ცხრა საათზე გადახტა.