თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 10 პაციენტი, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
„ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი (სვანეთის სოფელ) ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია. აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებიდან გაეწერა 10 პაციენტი. ამჟამად COVID–ცენტრებში 198 ადამიანი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1068 ადამიანი, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 82,85%-ს შეადგენს. გარდაიცვალა 17 ადამიანი.
კორონავირუსი მსოფლიოში – 13 აგვისტოს მონაცემები>>
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.