ანდრია ჯაღმაიძემ უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა

© Sputnik / STRINGERვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პანაშვიდი გადაიხადა.

ვაკის პარკში მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე - Sputnik საქართველო
გამარჯვების დღე და კორონავირუსი: როგორ აღნიშნეს თბილისში 9 მაისი - ფოტო

მისი თქმით, საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც მეორე მსოფლიო ომის შედეგები არ შეეხო. ჯაღმაიძის განცხადებით, ეს ხსოვნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა.

„ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას ეხებოდა, ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც იბრძოლა - ჩვენს პაპებს, დიდ პაპებს. მნიშვნელოვანი არის ეს ხსოვნა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ისტორია და თითოეული ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი პერიოდი,“- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

ნინო ბურჯანაძე უცნობი ჯარისკაცის საფლავზე - Sputnik საქართველო
ჩემი დიდი ბაბუა შეიძლება აქ, უცნობი ჯარისკაცის საფლავში განისვენებს - ნინო ბურჯანაძე

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0