Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როიალზეც უკრავს“ - ინგა გრიგოლიამ ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი კადრები გამოაქვეყნა

© Facebook / Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მელაძემ „მთავარი არხი“ დატოვა და „TV პირველზე“ გადავიდა, რომლის გენერალური დირექტორი მისი მეგობარი ინგა გრიგოლიაა. ჟურნალისტები თავისუფალ დროს ერთად ატარებენ...

21 აპრილს ინგა გრიგოლიას ოფიციალურ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოჩნდა, რომელიც ნოდარ მელაძეს ეხებოდა. „ნოდარ მელაძე - ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან ტვ "პირველის" მთავარი პროდუსერი. უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი... დღეიდან ნოდარ მელაძე - ტვ "პირველის" გენერალური პროდუსერია. P.s. უკვე დაიწყო ოფისის დანგრევა პირველივე დღიდან!“ - დაწერა ინგა გრიგოლიამ. ნოდარ მელაძესთან ერთად „მთავარი არხიდან“ „TV პირველზე“ რამდენიმე ჟურნალისტი გადავიდა. მათ შორის არიან ეკო მაღრაძე და ვასილ დაბრუნდაშვილი. ნოდარ მელაძესა და ინგა გრიგოლიას მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ნოდარი ხშირად იხსენებს და არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს, რომ ინგა მისთვის გმირი და სამაგალითო ჟურნალისტია.

ნოდარ მელაძემ კორონავირუსის გამო ოჯახთან დროებით ახლო კონტაქტი გაწყვიტა. მან ამის შესახებ საკუთარ გვერდზე დაწერა. გულის ამაჩუყებელმა პოსტმა ათასამდე მოწონება დააგროვა. მან ცოლ-შვილს და მშობლებს ემოციური წერილი Facebook-ზე მიუძღვნა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, პოპულარული ჟურნალისტი და „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების ყოფილი ხელმძღვანელი თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებდა, ახლა კი მისი რეალობა რადიკალურად შეიცვალა. „TV პირველზე“ გადასვლის შემდეგ საკუთარი კაბინეტის გარემონტებას შეუდგა და ახალი მიზნების დასახვა დაიწყო ინგა გრიგოლიასთან ერთად.

„TV პირველის“ გენდირექტორმა, პოპულარულმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გვერდზე პოზიტიური ვიდეო გამოაქვეყნა. აღნიშნულმა კადრებმა უამრავი ადამიანი გაამხიარულა. ვიდეოს შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა. ნოდარ მელაძე ინგა გრიგოლიას სახლში ეწვია, სადაც როიალთან მოკალათდა და დაკვრა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მელაძემ დაკვრა არ იცის, თუმცა ინგამ მეგობარი გაამხნევა და ვიდეოს „როიალზეც უკრავს“ დააწერა.

ყველა ახალი ამბავი
0