ამირან გამყრელიძე: PCR ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი

გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალ ლაბორატორიებში დღეიდან ე.წ. PCR-ტესტების ჩატარებაზე საუბრობს.
ამირან გამყრელიძე: პისიარ ტესტირება საქართველოს კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი
„მინდა გაუწყოთ, რომ თანდათან PCR-ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს, დილით გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი. დღეიდან PCR-ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი - სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, შიდა გადაცემის დაწყებიდან მეექვსე-მეშვიდე კვირა ხდება კრიტიკული, საქართველო კი მეხუთე კვირაშია.

ყველა ახალი ამბავი
0