Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: კაცობრიობას „ბიბლიური მასშტაბის“ შიმშილობა და მეორე ტალღა ემუქრება, თუ...

© Pixabay / Pexelsთვითიზოლაცია
თვითიზოლაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის მეორე ტალღა ზამთარში შესაძლოა ამჟამინდელზე უარესი გამოდგეს, ვინაიდან გრიპის ეპიდემიას დაემთხვევა, აცხადებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელი.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. კაცობრიობა შესაძლოა მასობრივ შიმშილობას შეეჯახოს კორონავირუსული პანდემიის გამო, თუ სასურსათო უსაფრთხოებას არ უზრუნველვყოფთ, განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბიზლიმ.

„თუ არ მოვემზადებით და ახლავე არ დავიწყებთ მოქმედებას, რამდენიმე თვის შემდეგ შესაძლოა ბიბლიური მასშტაბების შიმშილობას შევეჯახოთ“, — აღნიშნა ბიზლიმ.

პროგრამის დირექტორი საფრთხის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე აუცილებელ ზომას ასახელებს. უპირველესად ის საბრძოლო მოქმედებებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, დაუბრკოლებლად გაატარონ ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, ბიზლის აუცილებლად მიაჩნია 350 მლნ დოლარის ჩადება ლოგისტიკური ცენტრების ქსელის შესაქმნელად, რაც ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებას უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით.  

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ადრეული შეტყობინების სისტემა, არ იქმნებოდეს დაფინანსების დეფიციტი, წყვეტა ვაჭრობაში და არ უნდა დაიკარგოს წვდომა მოშიმშილე მოსახლეობასთან.

„დრო ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ბრძნულად და სწრაფად“, — მოუწოდებს გაეროს პროგრამის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მსოფლიო სასურსათო პროგრამის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, COVID-19-ის გამო 2020 წლის ბოლოს მსოფლიოში 130 მლნ ადამიანი შეეჯახება შიმშილის პრობლემას. 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 564 190 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 177 445 და განკურნებულია 681 842 პაციენტი. ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 825 041 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (204 178), მესამეზე — იტალია (183 957). ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 80-ს შეადგენს.

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 21–22 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება:

  • იტალიაში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 2 723 პაციენტი განიკურნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების მომენტიდან;
  • „მოსიარულე მკვდრების“ პროდიუსერმა გრეგ ნიკოტერომ "COVID-19-ის დასაფრთხობად" საკუთარი სახლის ჭიშკარს ზომბების თავები ჩამოაცვა და ფოტო სოციალურ ქსელში გამოქვეყნა წარწერით: „ვრთავ ჩემი სახლის ჭიშკარს, რაღა თქმა უნდა, ვირუსის დასაფრთხობად!“ 
    View this post on Instagram

    A post shared by Greg Nicotero (@gnicotero) on

  • სლოვაკეთში საკარანტინო ზომები მსუბუქდება: იხსნება მაღაზიები და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებები, საზკვების პუნქტები კერძების გარე ფანჯრიდან გაცემით, ღია სპორტული მოედნები და სტადიონები შხაპებისა და გასახდელების გარეშე, ღია აგრარული ბაზრები, ავტოსალონები და ავტობაზრები;
  • COVID-19-ის პანდემიის ფონზე დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათების“ გაცემას შეაჩერებს, რაც ათობით ათას ადამიანს შეეხება, იუწყება გაზეთი New York Times წყაროზე დაყრდნობით;
  • ამერიკულმა კომპანია Netflix-მა, რომელიც ფილმებისა და ტელესერიალების ინტერნეტ–დისტრიბუციითაა დაკავებული, პანდემიის ფონზე რეკორდული მოგება — 709 მლნ დოლარი მიიღო. ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს;
  • მისურის შტატი (აშშ) სასამართლოში უჩივის ჩინეთს და მას კორონავირუსის პანდემიაში სდებს ბრალს, განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა;
  • კორონავირუსის მეორე ტალღა ზამთარში შესაძლოა ამჟამინდელზე უარესი გამოდგეს, ვინაიდან გრიპის ეპიდემიას დაემთხვევა, განუცხადა Washington Post-ს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა...
ყველა ახალი ამბავი
0