მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ბრძანებას ხელს მოვაწერ“: დონალდ ტრამპი აშშ-ში იმიგრაციის შეჩერებას აპირებს

© REUTERS / JONATHAN ERNSTდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა არსებული საიმიგრაციო სისტემა და ახალი სისტემის დანერგვის წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმად, უპირველესად უნდა განიხილებოდეს, რა სარგებელს მოუტანს ესა თუ ის იმიგრანტი ქვეყანას.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ქვეყანაში იმიგრაციის შეჩერების შესახებ ბრძანებულებას, რათა ამერიკის მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდეთ.

„უხილავი მტრის თავდასხმისა და ასევე ჩვენი დიადი ამერიკელი მოქალაქეების სამუშაო ადგილების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, მე ხელს მოვაწერ განკარგულებას აშშ-ში იმიგრაციის შეჩერების შესახებ!“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი სამხრეთ საზღვარზე წესრიგის დამყარება და იმიგრაციული რეფორმის გატარება იყო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახსნა რა ეს ტერორიზმის საფრთხეებით, პრეზიდენტმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო და ასევე შეზღუდა აშშ-ში შესვლა რამდენიმე მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისა და ლტოლვილებისთვის.

ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება არსებული საიმიგრაციო სისტემის მიმართ და ახალი სისტემის დანერგვის წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმად, უპირველესად უნდა განიხილებოდეს საკითხი, თუ რა სარგებელს მოუტანს ესა თუ ის იმიგრანტი შეერთებულ შტატებს. მათ შორის, მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მაძიებლის განათლების დონესა და შრომისუნარიანობას. თუმცა ტრამპის ინიციატივას კონგრესმა მაშინ მხარი არ დაუჭირა.

ყველა ახალი ამბავი
0