Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 19 აპრილისთვის

© REUTERS / DANIEL ACKERკორონავირუსი აშშ-ში
კორონავირუსი აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ყველაზე რთული მდგომარეობა აშშ-ია.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. მთელი მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 332 735ადამიანს შეადგენს, გარდაიცვალა სულ 160 791 ადამიანი. დაავადება გავრცელებულია 210 ქვეყანასა და ტერიტორიაზე.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 18 აპრილისთვის >>

11 მარტს ჯანმომ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ურთულესი მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ინგლისში. ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი, ეპიდემია უკვე დასრულდა - COVID-19-ის ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

სიტუაცია აშშ-ში

აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა - დღეისათვის ამერიკაში 738 923 ინფიცირებულია და 39 015 დაღუპულია. ყველაზე მეტი შემთხვევა ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია დაფიქსირებული. გასულ 24 საათში 1 867 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ს შაბათს გადაუარა პროტესტების ტალღამ. მომიტინგეები კარანტინის მოხსნას მოითხოვენ. ადამიანებს სურთ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას, იუწყება ტელეარხი Fox News. ასობით ამერიკელმა გაიარა კენტუკის, მერილენდის, მიჩიგანის, ოჰაიოს, ტეხასის და ვისკონსინის ქუჩებში.

ადრე კი გამოქვეყნდა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ქვეყანაში კარანტინის ზომების ეტაპობრივი მოხსნის და ეკონომიკის თანდათანობით „გახსნის“ შესახებ. ადმინისტრაციის რეკომენდაციებით, შეზღუდვების სამეტაპიან მოხსნაზე შტატები და მუნიციპალიტეტები მას შემდეგ გადავლენ, რაც ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის კლება დაფიქსირდება.

სიტუაცია იტალიაში

იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 175 925-ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში დაფიქსირდა 3 491 ახალი შემთხვევა და 482 გარდაცვალება.

გარდაცვლილია სულ 23 227 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 44 927 პაციენტი.

სიტუაცია ესპანეთში

ესპანეთი ინფიცირებულების მიხედვით აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეყანაში კორონავირუსის 194 416 შემთხვევა დადასტურდა, გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა 3 577 ახალი შემთხვევა. გარდაიცვალა 20 639 ადამიანი, გასულ დღე-ღამეში - 637.

ესპანეთში გამოჯანმრთელდა 74 797 პაციენტი. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 98 980-ს შეადგენს.

სიტუაცია მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

საფრანგეთში კორონავირუსს 19 323 ადამიანი ემსხვერპლა, ნათქვამია ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის კომუნიკეში.

აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაავადებულთა საერთო რაოდენობა 111 821-ს შეადგენს. შაბათის მონაცემებით, საავადმყოფოებში რჩება 30 639 ადამიანი, რაც წინა დღესთან შედარებით 551-ით ნაკლებია. მძიმე მდგომარეობაშია 5 833 პაციენტი. უწყების შეფასებით, რეანიმაციაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვი ზედიზედ მეათე დღეა იკლებს.

ექიმები საველე ჰოსპიტალში - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველოს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

დიდ ბრიტანეთში საავადმყოფოებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 888 ადამიანი შეადგინა, ინფიცირებულთა რაოდენობა - 5 526, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ქვეყანაში გარდაცვალებების რიცხვი 15 464-ს აღწევს, COVID-19-ით ინფიცირებულია 114 217. 18 აპრილის დილისათვის ტესტირება 460 437 ადამიანს ჩაუტარდა.

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 საათში 2458-ით გაიზარდა და 139 897-ს შეადგენს, იუწყება რობერტ კოხის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის მონაცემებით, 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებული 184 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანად ქვეყანაში კორონავირუსით 4 294 ადამიანი გარდაიცვალა. ინსტიტუტის მონაცემებით, მთლიან პერიოდში 88 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ანკარა - Sputnik საქართველო
თურქეთში 107 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 24 საათში 1300-ით გაიზარდა და 15 712 ადამიანს შეადგენს, მოწმობს ჯანდაცვის და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტროს მონაცემები.

საერთო რიცხვში შედის ექიმების დაკვირვების ქვეშ მყოფი 12 974 ადამიანი, 2 230 გამოჯანმრთელებული, 507 გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა დატოვა.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღე-ღამეში 3800-ით გაიზარდა და 82 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 1890 ადამიანი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო რამდენიმე დღეა მცირდება და 7 აპრილიდან უმცირეს ნიშნულზეა.

კორონავირუსი საქართველოში

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 4 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4901, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 546 პაციენტია. კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან სამკურნალოდ სამშობლოში ჩამოიყვანეს.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და 10 მაისამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი დაწესდა. 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია ნებართვის გარეშე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გამოჩენა.

სრული კარანტინის რეჟიმი მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაწესდა. სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში. გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა.

ყველა ახალი ამბავი
0