ავარია ქობულეთში: დაშავდა კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ, ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან ავარიის შედეგად ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა. ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი ბათუმის კლინიკაში გადაჰყავთ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0