Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება ონლაინ-რეჟიმში გაიმართოს

გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ მორწმუნეებს ცხრა საათის განმავლობაში, რა დროითაც მათ ტაძრებში მოუწევთ ყოფნა, სოციალური დისტანციის დაცვა გაუჭირდებათ.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ აღდგომის წირვა ონლაინ-რეჟიმში ჩატარდეს.

ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მორწმუნეების ნაწილი, მიუხედავად სპეციალისტებისა და სახელმწიფოს მოწოდებებისა, მაინც აპირებს ღამით ღვთისმსახურებაზე დასწრებას.

საპატრიარქო მრევლს  სააღდგომო ლიტურგიაზე ბავშვების მიყვანისგან თავის შეკავებას ურჩევს>>

ტიკარაძის განცხადებით, ეკლესიასთან მოლაპარაკებებში არის დადებითი დინამიკა – ზოგიერთი სასულიერო პირი თავად მოუწოდებს მრევლს, არსებული საფრთხიდან გამომდინარე, დარჩნენ სახლში.

წირვა სამებაში კარანტინის დროს - Sputnik საქართველო
მეუფე საბა: დღეს სახლები უნდა ვაქციოთ ეკლესიად

„ჩვენ, ეკლესიასთან მოლაპარაკების კუთხით, საკმაოდ დადებითი დინამიკა გვაქვს. ეს აუცილებელად უნდა აღინიშნოს. ასევე ზოგიერთი წინამძღვარი... უკვე თვითონ მოუწოდებს მრევლს... რომ დარჩნენ სახლში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ორი დღის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად მაღალი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს მრევლს. ასევე, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც. აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს წირვა ნამდვილად ჩატარდეს ონლაინ-რეჟიმში, და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს“, – განუხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

აღდგომის ღამეს მორწმუნეები მივლენ ეკლესიაში 21:00 საათამდე და იქ დარჩებიან 06:00 საათამდე, ანუ სანამ კომენდანტის საათი არ ამოიწურება. საზოგადოების ნაწილი ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ისინი მორწმუნეებს მოუწოდებენ, წელს აღდგომას სახლში შეხვდნენ, რათა საფრთხის წინაშე არ დააყენონ საკუთარი თავი და სხვები.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ, მიუხედავად გარკვეული დისტანციისა, რომელსაც მორწმუნეები დაიცავენ, საშიშროება რჩება, რადგან მრევლი ცხრა საათის განმავლობაში იქნება ეკლესიაში. იდეალური ვარიანტია, თუ მორწმუნეები სახლში დარჩებიან.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს ის საფრთხე, რაც კორონავირუსს მოაქვს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ამ რეკომენდაციის იგნორირებით დატრიალდა ტრაგედია, ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს კორეაში, იტალიასა და ირანში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ადამიანების უპასუხისმგებლობამ შეიძლება მეორე იტალიამდე მიგვიყვანოს – ლევან რატიანი>>

ჯანდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდა, საჭირო გახდება ქვეყანაში სრული კარანტინის დაწესება, მაგრამ მან ამავე დროს იმედი გამოთქვა, რომ ეს არ გახდება აუცილებელი.

ქართველი სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მორწმუნეებს სახლში დარჩენისკენ. ცნობილია, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ღვთისმსახურება აღდგომის ღამეს მრევლის გარეშე ჩატარდება, ხოლო სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე დაიწყება. ასეთი გადაწყვეტილება ეპარქიაში იმიტომ მიიღეს, რომ ეკლესია და ეკლესიის ეზო ვერ დაიტევს ადამიანებს ისე, რომ დისტანცია იყოს დაცული.

ბლოკპოსტი თბილისის შემოსასვლელში - Sputnik საქართველო
საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა

როგორც ცნობილია, დიდ ეკლესიებში მორწმუნეებმა ერთმანეთისგან ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, ხოლო პატარა ტაძრებში მრევლი ეზოში 1,5-მეტრიანი დისტანციით უნდა განთავსდეს.

ბათუმისა და ლაზეთი ეპარქიამ უკვე მოუწოდა მორწმუნეებს, არ გავიდნენ სასაფლაოებზე. ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ ორშაბათს, 12 საათზე გარდაცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება. სამღვდელო პირები მორწმუნეებს სთხოვენ, Facebook-ის ან ტელეფონის მეშვეობით გაუგზავნონ მათ გარდაცვლილი ახლობლების სახელები და მათ პანაშვიდზე მოიხსენიებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა>>

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 336 მოქალაქეს, ამასთან, მკურნალობს სამი უცხოეთიდან შემოყვანილი საქართველოს მოქალაქე; გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – სამი. კარანტინში იმყოფება 5 ათასი ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 494 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0