თბილისი, 20 მარტი — Sputnik. კანის ფესტივალი კოროვირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორებმა შესაბამისი განცხადება ხუთშაბათს „ტვიტერზე“ გამოაქვეყნეს.
Due to the health crisis and the development of the French and international situation, the Festival de Cannes will no longer be able to take place on the dates planned, from May 12 to 23. More info #Cannes2020 👉 https://t.co/peLmfw0gQW pic.twitter.com/SVWPasvU23
— Festival de Cannes (@Festival_Cannes) March 19, 2020
მათი განცხადებით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი – როდის ჩატარდეს ფესტივალი, მათ შორისაა შესაძლებლობა, რომ ფესტივალი 2020 წლის ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში გაიმართოს.
„კანის კინოფესტივალი მხარდაჭერას უცხადებს მათ, ვინც მთელი მსოფლიოსთვის რთულ დროს ყველას თვითიზოლაციისკენ ან სოლიდარობისკენ მოუწოდებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
კანში ფესტივალი 12-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო. რამდენიმე დღის წინ ამავე მიზეზით გადაიდო საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია 2020”.
კანის კინოფესტივალი 1946 წლიდან ტარდება და მას შემდეგ არასდროს გადადებულა. ის მხოლოდ ერთადერთხელ გაუქმდა – 1968 წელს, როდესაც სტუდენტური აქციები ტარდებოდა, რასაც შეუერთდნენ ფრანგული ახალი ტალღის გამორჩეული წარმომადგენლები – ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლიუკ გოდარი.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით თითქმის 11 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 371 ადამიანი კი გარდაიცვალა.