მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ბავშვთა დაავადების პროცენტი შედარებით მაღალია

© Sputnik / Alexander Imedashviliინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 1261 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან. 

დეზინფექცია - Sputnik საქართველო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტი: დღეს გახდება ცნობილი, გველოდება თუ არა ეპიდემია

ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებულთა შორის 14 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.

„თუმცა, ეს მაჩვენებელი ბავშვებში ინფიცირების შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება ბავშვთა ასაკი, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება, ალბათ, იმ მონაცემებს, რაც დადებულია სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პირველ ნაკადში ინფიცირებული პირებიდან ორი შემთხვევა ირანს უკავშირდებოდა, ერთი – ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო იტალიასთან. 

18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 1261 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 216 პაციენტია. 

გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
როდის განახლდება სწავლა სკოლებში – პრემიერის არადამაიმედებელი პროგნოზი

კორონავირუსის პანდემიის გამო 18 მარტიდან უცხოეთის მოქალაქეებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორი კვირის განმავლობაში  ეკრძალებათ.

საქართველომ ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საზღვრები დაკეტა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რუსეთთან დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. რაც შეეხება თურქეთს, დაიკეტა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

გარდა ამისა, საქართველოში დაწესებულია სავალდებულო კარანტინი ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის.

ქვეყანაში დახურულია ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ყველა საჯარო სამსახური და კერძო ორგანიზაციების ნაწილი. ეკლესიებში მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.

ამასთანავე, გადაიდო ყველა სპორტული და გასართობი ღონისძიება.

საქართველოს მთავრობა სილამაზის სალონებს, კაფე-ბარებს, გასართობ ცენტრებს, სამორინეებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, დროებით შეწყვიტონ მუშაობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0