თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ლიგა ენდესის გასული სეზონის შედეგებით საუკეთესო კალათბურთელად საქართველოს ნაკრების წამყვანი კალათბურთელი და ესპანური კლუბი „ბასკონიის" კაპიტანი თორნიკე შენგელია დაასახელეს.
ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე გამორჩეული იყო არა მხოლოდ ქართველი ლეგიონერი, არამედ მისი კლუბიც. ლიგა ენდესის საუკეთესო გუნდად Premios Gigantes „ბასკონია" აღიარეს.
🏆 Premio Gigante del Año Liga Endesa🏆
— Gigantes del Basket (@GIGANTESbasket) February 10, 2020
Presentado por Endesa @Basketlover
TORNIKE SHENGELIA (@TokoShengelia23), del @Baskonia #PremiosGigantes pic.twitter.com/snON0oHshm
შენგელია „ბასკონიაში" 2014 წლიდან თამაშობს.
Premios Gigantes-ის ჯილდოების გადაცემის XXIII საზეიმო ცერემონია გუშინ, საღამოს Endesa-ს შტაბ-ბინაში, მადრიდში გაიმართა.