მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო საავადმყოფოში იმსჯელებს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საავადმყოფოში იმსჯელებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა და სამშაბათს საღამოს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ლუკა სირაძე იმის გამო დაკითხეს, რომ ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში კედლებზე წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ბავშვზე ზეწოლა განხორციელდა.

ლუკა სირაძის საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვის დროს ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სხდომის საავადმყოფოში გაგრძელების შუამდგომლობა ბრალდებულების ადვოკატებმა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა. სასამართლო პროცესზე მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლოში ვერ გამოცხადდა.

მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომა კავკასიის მედიცინის ცენტრში გაგრძელდეს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ღიად გამოიძიებს

სასამართლო სხდომაზე ადვოკატები აღკვეთის ღონისძიებად 5 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ, ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

ყველა ახალი ამბავი
0